საქართველო AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

2025 წელს საქართველომ პირველად წარადგინა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI).

AI პროფესიონალების ახალი თაობის, AI ეკოსისტემის განვითარებისთვის და ეროვნული ნაკრების შესარჩევი ეროვნული ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ საოლიმპიადო კურსი შექმნა.

IOAI
IOAI 2026
IOAI 2026

პარტნიორები

  • TBC
  • საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი

ლაივ ფორმატში

საოლიმპიადო კურსი

საოლიმპიადო კურსი თიბისის მხარდაჭერით და ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრების ჩართულობით ტარდება. კურსის ლაივ ფორმატში, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად გავლა შეუძლიათ შერჩეულ მოსწავლეებს (8–12 კლასები).

19 ოქტომბერი, 2026 – 1 ნოემბერი, 2026

მალე

რეგისტრაცია

კურსის დეტალები

ლექციების რაოდენობა
60+ ლექცია
ფორმატი
ონლაინ (Google Meet)
ხანგრძლივობა
8–9 თვე
ღირებულება
უფასო
სიხშირე
კვირაში 2-ჯერ 2 საათი
პრერეკვიზიტები
მათემატიკის და პროგრამირების (Python) საფუძვლები

საკუთარი ტემპით

კურსის მასალები, ლექციები, დავალებები და დისქორდის სივრცე კი ღიად ხელმისაწვდომია და კურსის გავლა საკუთარი ტემპით, დამოუკიდებლად ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.

FAQ

რას ისწავლი?

კურსი მოიცავს ფუნდამენტურ თეორიულ საფუძვლებს: პროგრამირებისა და მათემატიკის საფუძვლები; კლასიკური მანქანური სწავლება: რეგრესია, კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია, ღრმა დასწავლა: ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშვება და პრაქტიკული დავალებებზე მუშაობა.

რა არის კურსის მიზანი?

კურსის მიზანია მოსწავლეების მომზადება AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, ხელოვნური ინტელექტის თეორიული საფუძვლების სიღრმისეული შესწავლა და პრაქტიკული უნარების განვითარება. კურსის მიზანია ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პარალელურად კი ხელს შეუწყობს AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდას და ქვეყნის AI ეკოსისტემის განვითარებას.

ვინ ატარებს ლექციებს?

მოსამზადებელ კურსს ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრები გაუძღვებიან.

როდის ტარდება ლექციები?

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2 საათის განმავლობაში. ინფორმაციას კონკრეტული სალექციო დღეებისა და საათების შესახებ მოგვიანებით გაგაცნობთ

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლა?

კურსი ქართულად ჩატარდება.

ვისთვისაა კურსი?

8–12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებს ზოგადად ხელოვნური ინტელექტის საფუძვლიანად სწავლა ან ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის მომზადება. კურსის გასავლელად მათემატიკისა და პროგრამირების საფუძვლების ცოდნაა საჭირო.

რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

გაიარე თვითშეფასების ტესტი

ტესტში მაღალი შედეგის მიღების შემთხვევაში შეძლებ კურსს საოლიმპიადო ლაივ რეჟიმში შეუერთდე.

თუ ტესტში საკმარისად მაღალი ქულა არ გექნება, კურსის ყველა მასალაზე და დისქორდზე წვდომას მაინც მიიღებ და მას საკუთარი ტემპით გაივლი

ეროვნული AI ოლიმპიადა (GENAIO)

ეროვნული AI ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევაა.

ეროვნული AI ოლიმპიადა GAIA-ს ორგანიზებით, თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით ტარდება.

IOAI-ის სილაბუსი
2026 · ეროვნული AI ოლიმპიადა

ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგება.

I ტური ჩატარდება 16 მაისს (შაბათი) ონლაინ. ზუსტ დროის, ფორმატის და წესების შესახებ დარეგისტრირებული მონაწილეები მეილზე მიიღებენ ინფორმაციას.

ფინალური ტური ჩატარდება 31 მაისს თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ფინალში გადავა საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლე.

გამარჯვებულებისგან კი შედგება საქართველოს ეროვნული AI ნაკრები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2026 წელს საქართველოს ყაზახეთში წარადგენს.

FAQ

ვის შეუძლია ეროვნულ AI ოლიმპიადაში მონაწილეობა?

ეროვნულ AI ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის IX–XII კლასების მოსწავლეებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საოლიმპიადო კურსის გავლა აუცილებელი არ არის.

რამდენი ტურია ეროვნული AI ოლიმპიადაზე?

ეროვნული AI ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება. მეორე ტურში გადავლენ პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები. მეორე ტურში გადასული მოსწავლეების რაოდენობა ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრაციის გახსნისას გამოცხადდება.

რა თემებს მოიცავს ეროვნული AI ოლიმპიადა?

ეროვნული AI ოლიმპიადა მოიცავს IOAI-ის სილაბუსით განსაზღვრულ თემებს. მონაწილეები იმუშავებენ ტესტებზე, რომლის თემატიკასაც IOAI-ის სილაბუსი მოიცავს, ხოლო მეორე ტურში იმუშავებენ ამოცანებზე, რომელიც IOAI-ზე გამოყენებული ამოცანების მსგავსია. IOAI-ის სილაბუსს გაეცანით აქ.

როგორ მოვემზადო ეროვნული AI ოლიმპიადისთვის?

ეროვნული AI ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად, გირჩევთ, გაიარო საოლიმპიადო კურსი, გადაიმეორო IOAI-ის სილაბუსში გათვალისწინებული საკითხები და გადახედო კურსის მასალებს.

რამდენი წევრია ეროვნულ ნაკრებში?

ეროვნულ ნაკრებში შეირჩევა 4 წევრი. GAIA-მ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნულ ნაკრებში დამატებით 4 წევრის შერჩევის შესახებაც. ასეთ შემთხვევაში, ნაკრებში სულ 8 წევრი იქნება.

როგორ შეირჩევა ეროვნული ნაკრები?

ეროვნული ნაკრები შეირჩევა ეროვნული AI ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგების მიხედვით - ნაკრებში მოხვდება საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე. GAIA-მ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნულ ნაკრებში მეორე გუნდის, დამატებით 4 მოსწავლის, დამატებაზეც. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება პირველი ტურის შედეგების მიხედვით ან ოლიმპიადის დებულებით გათვალისწინებული წესით, რომელიც მონაწილეებს წინასწარ ექნებათ გაზიარებული.

სად ჩატარდება ეროვნული AI ოლიმპიადა?

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ ჩატარდება, მეორე ფინალურ ტურს კი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

ფასიანია თუ არა ოლიმპიადაში მონაწილეობა?

საოლიმპიადო კურსი, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

საერთაშორისო ეტაპი

საუკეთესო მონაწილეები წარადგენენ საქართველოს ევროპის და მსოფლიო ოლიმპიადებზე.

IOAI

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება.

2026 · მეორე მონაწილეობა IOAI-ზე ისტორიული შედეგით დასრულდა: ორი ოქრო, სამი ვერცხლი, ორი ბრინჯაო და საპატიო სიგელი.

IOAI

CEOAI / EUROAI

ხელოვნური ინტელექტის ევროპული ოლიმპიადა

Central European Olympiad in Artificial Intelligence (CEOAI) → EUROAI

2026 · ნაკრებმა მოიპოვა ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.

EUROAI

გაიცანით ლექტორები

  • შოთა ელყანიშვილი

    ეროვნული ოლიმპიადის და საოლიმპიადო კურსის ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ლექტორი

  • ლუკა დარსალია

    ეროვნული ოლიმპიადის და საოლიმპიადო კურსის ვიცე ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ლექტორი

  • ქეთი სულამანიძე

    ეროვნული ოლიმპიადის და საოლიმპიადო კურსის ვიცე ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ლექტორი

  • ირაკლი შალიბაშვილი

    ეროვნული ოლიმპიადის და საოლიმპიადო კურსის ვიცე ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ლექტორი

  • ნიკა მიქაბერიძე

    ეროვნული ოლიმპიადის და საოლიმპიადო კურსის ვიცე ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ლექტორი

  • სანდრო ბარნაბიშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • გეგა დარახველიძე

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • გუჯა არჩემაშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ირაკლი სალია

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ლევან ცინაძე

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ლევან ანთაშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • გურო კერეჭაშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ლაშა ფანცხავა

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ანზორ გოზალიშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • საბა სტურუა

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • გიორგი სეხნიაშვილი

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • ირაკლი ბარელაძე

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი

  • გიორგი კვინიკაძე

    საოლიმპიადო კურსის ლექტორი