2025–2026
AI ლიგა
ეს არის სეზონური, ქულებზე დაფუძნებული შეჯიბრება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების უწყვეტ ჩართულობას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულირებას და მათ მომზადებას რეალური, შეჯიბრის ტიპის ამოცანებისთვის.

AI ლიგის რეგლამენტი
საერთო სტრუქტურა
- AI ლიგა შედგება 5 დამოუკიდებელი ტურისგან, რომლებიც გადანაწილებული იქნება მთელ აკადემიურ წელზე.
- თითოეული ტური ჩატარდება ძირითადი თემატური მოდულის (მაგ: კლასიკური მანქანური სწავლება, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება) დასრულების შემდეგ.
- სტუდენტები თითოეულ ტურში მიღებული შედეგის მიხედვით დააგროვებენ ქულებს. წლის ბოლოს, საერთო ჯამური ქულებით გამოვლინდებიან ლიგის გამარჯვებულები.
- ტურნირზე შემოერთება შეუძლია ყველა სკოლის მოსწავლეს ვინც ჩვენს კურსზე დარეგისტრირდა.
ტურის ფორმატი
- ამოცანის ტიპი: თითოეული ტურის ამოცანა იქნება საერთაშორისო ოლიმპიადის (IOAI) სტილის, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრის უნარსაც.
- ამოცანების რაოდენობა და ხანგრძლივობა: ტური მთლიანად იქნება მიმსგავსებული IOAI-ს სტილს, შესაბამისად გვექნება 3 ამოცანა და 6 საათი.
- ამოცანების განაწილება: 3 დან 2 ამოცანა იქნება წინა ტურიდან მოყოლებული დაფარული მასალიდან, ხოლო 1 ნებისმიერი თემა განვლილი მასალიდან.
- პლატფორმა: შეჯიბრებისთვის გამოყენებული იქნება Bohrium (თუ რამე სხვა პლატფორმა არ გახდა ოფიციალური პარტნიორი IOAI 2026-ის) სუსტი LLM-ით.
ტურის ჩატარების ლოჯისტიკა
- ტური ტარდება ლაივ რეჟიმში, სივრცის მიერ მოწოდებულ კომპიუტერებთან სპეციალურ პლატფორმაზე. საკუთარი ლეპტოპები დაშვებული არაა.
- ტური ჩატარდება სამ ძირითად ქალაქში - თბილისში, ქუთაისში და ბათუმში
- სივრცეში არსებული კომპიუტერები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩამოთვლილი ორი პირობიდან ერთ-ერთს მაინც: შესაძლებელი უნდა იყოს Bohrium-ის გარდა ნებისმიერი სხვა დომეინის დაბლოკვა, ან უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემა, რათა დამკვირვებელმა შეძლოს თითოეული ეკრანის კონტროლი გადაწერის პრევენციისთვის.
- ტურის მიმდინარეობისას თითოეულ სივრცეში იქნება წარმომადგენელი, რომელიც ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებს.
მენტორობის საათი
- ლიგის ყოველი ტურის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება სპეციალური, მიზნობრივი მენტორობის საათი.
- ამ შეხვედრაზე ასისტენტი (TA) სტუდენტებთან ერთად განიხილავს მსგავსი ტიპის ამოცანას, რათა მონაწილეები ტექნიკურად და კონცეპტუალურად მოემზადონ მოახლოებული ტურისთვის.
შეფასების სისტემა და გამარჯვებულები
- თითოეულ ტურში სტუდენტები შეფასდებიან ამოცანის სპეციფიკური მეტრიკებით (მაგ: სიზუსტე, F1-score, MSE).
- მიღებული შედეგის მიხედვით, მონაწილეები დაიკავებენ ადგილებს რეიტინგულ დაფაზე (Leaderboard) და მიენიჭებათ შესაბამისი ქულები (მაგ: I ადგილი - 100 ქულა, II ადგილი - 80 ქულა და ა.შ.).
- საბოლოო რეიტინგი შედგება ყველა ტურში დაგროვებული ქულების ჯამით.
- სასწავლო წლის ბოლოს გამოვლინდება AI ლიგის სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასეული პრიზებით.
წესები და აკადემიური კეთილსინდისიერება
- მონაწილეებს მოეთხოვებათ ამოცანაზე დამოუკიდებლად მუშაობა.
- მათ არ ექნებათ წვდომა რაიმე სახის ჩატბოტზე გარდა პლატფორმზე მოცემულისა.
- კოდის ან გადაწყვეტის პირდაპირი კოპირება (პლაგიატი) დაუშვებელია და გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას კონკრეტული ტურიდან ან/და მთლიანი ლიგიდან.
- დეტალური ტექნიკური წესები გამოქვეყნდება თითოეული ტურის წინ.





